ტურები

საინფორმაციო–შემეცნებითი ტური „112“–ში

 

2012 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –„112“ ახორციელებს საინფორმაციო–შემეცნებით ტურებს „112“–ში.

 

ტურის მიზანია, სკოლების მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ნომრის – „112“ –ის შექმნის შესახებ, გავაცნოთ მათ „112“–ის მუშაობის პრინციპი და სტრუქტურა.

 

 
პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები  გაეცნობიან  „112“–ის სამუშაო გარემოს, დაათვალიერებენ შენობას და ასევე, პრეზენტაციის სახით მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ. 

 
„112“–ში სტუმრობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 15 მოსწავლისგან.


გთხოვთ, მიუთითოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ვიზიტორების რაოდენობა. publicinfo@112.ge