იცით...

იცით თუ არა რომ ...

 

  • პირველი სახანძრო–სამაშველო სამსახური სათავეს უძველესი ეგვიპტიდან იღებს
  • ძველ საბერძნეთში, სასამართლო დარბაზის მიერ, პოლიციური ფუნქციების შესასრულებლად მონები გამოიყენებოდა
  • პირველად სასწრაფო დახმარების ტრანსპორტი 1487 წელს ესპანეთში გამოიყენეს
  • მე–18 საუკუნეში, საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტის მთავარმა ექიმმა, დომენიკ ჟან ლერიმ, სპეციალური სამედიცინო ბრიგადა შექმნა, რომელიც ნაპოლეონის ეგვიპტური სამხედრო კამპანიის დროს, აქლემების საშუალებით გადაადგილდებოდა
  • გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ დოკუმენტაციაში სიტყვა „პოლიცია“ პირველად 1714 წელს გაჩნდა, მაშინ როცა შეიქმნა ე.წ. “Scotland Yard”-ი
  • აშშ–ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, ალექსანდრიაში, ვირჯინიის შტატში, მოხალისე მეხანძრედ მუშაობდა
  • პირველი სამოქალაქო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ლონდონში 1832 წელს ქოლერით დაავადებული პაციენტების გადასაყვანად გამოიყენეს
  • პირველი პოლიციის მანქანა იყო, ე.წ. ვაგონი და მუშაობდა ელექტრონზე. პირველად ის აშშ–ში, ოჰაიოს შტატში 1899 წელს გამოჩნდა
  • პირველად ტერმინი „ქოლ–ცენტრი“ 1980 წელს ამერიკაში გამოიყენეს
  • 112–ზე დარეკვა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ მობილური ტელეფონი გათიშულია ორმხრივად ან სიმ–ბარათი არ აქვს 
  • 112–ზე დარეკვა საქართველოს გარდა შეგიძლიათ ევროპის მრავალ ქვეყანაში